Sipeed Tang Nano

October 6, 2021 by David Chkhaidze

მოცემული სტატია საშუალებას გვაძლევს სწრაფად გავეცნოთ ყველა იმ საჭირო ინფორმაციას, რომლიც საშუალებას მოგვცემეს, შესაბამის პროექტებში გამოვიყენოთ კომპანია Sipeed-ის მიერ შექმნილი Tang Nano FPGA - პროგრამირებადი ლოგიკის ბარათები.


მოკლე აღწერა

...
Sipeed Tang Nano FPGA Board ძირითად კომპონენტს წარმოადგენს, კომპანნია Guangdong Gowin Semiconductor Technology მიერ შექმნილი GW1N-1-LV FPGA - პროგრამირებადი ლოგიკის მიკროსქემა, რომელსაც გააჩნია:
  • 1152 - LUT4 RAM
  • 864 - FF(Flip-Flop)
  • 72K - Block SRAM
  • 96K - Block SRAM
  • 1 - PLL

  • უშუალოდ ბარათს აქვს JTAG ამტვირთავი და ასევე ბარათს აქვს საშუალება მიუერთდეს 5 ინჩიანი 800*480 ეკრანი.
    ...


    Guangdong Gowin Semiconductor Technology

    ჩინეთის სწრაფი ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, საკამოდ მაღალი ტემპებით ვითარდება ჩინეთის მაღალტექნოლოგიური სექტორიც. ამის ერთ-ერთი მაგალითა მსოფლიოს ბაზარზე გამოჩენილი, კომპანია Guangdong Gowin Semiconductor Technology მიერ შექმნილი FPGA - პროგრამირებადი ლოგიკის მიკროსქემები.

    FPGA განკუთვნილია იმისთვის რომ, მოხდეს პრაქტიკულად ნებისმირეი იმ ციფრული სქემის რეალიზაცია, რომლის დიზაინი ხორციელდება ეგრედწოდებული Hardware Description Language - ენის გამოყენებით. შესაბამისად ეს ტექნოლოგიები იძლევა საშუალებას აპარატურის გუმჯობესება/განახლება მოხდეს, აპარატურის ფიზიკური ცვლილების გარეშე.
    სულ უფრო აქტუალური ხდება ისეთი აპატატურა, რომელსაც გააჩნია შესაძლებლობა, შესასრულებელი ამოცანის მიხედვით შეიცვალოს თავისი ციფრული სქემა, რის შესაძლებლობასაც იძლევა FPGA ტექნოლოგიები. ამიტომ ასეთი ტექნოლოგიები ფართოდ არის გამოყენებული კოსმოსის კვლელვის, სამხედრო, კავშირგაბმულობის, მედიცინის და სხვა მაღალტექნოლოგიურ სფეროებში.

    მსოფლიოში არსებობს რამოდენიმე კომპანია, რომელიც მუშაობს FPGA ტექნოლოფგიებზე. განვითარებასთან ერთად FPGA პროდუქციაზეც ფასი ეცემა, თუმცა ის მაინც რჩება საკმაოდ მაღალლი, იმისთვის რომ ამ ტექნოლოგიებნა მოიცვან სულ უფრო ფართო არეალი. Guangdong Gowin Semiconductor Technology კომპანიის გამოჩენამ საკმაოდ დიდი გავლენა იქონია ამ საკითზე, რადგან კომპანიის მიერ წარმოებული FPGA მიკროსქემების შესაძლებლობების და ფასის თანაფარდობა, საკმაოდ დიდ კონკურენციას უწევს სხვა კომპანიების მიერ შექმნილი პროდუქციას. შესაბამისად Guangdong Gowin Semiconductor Technology კომპანიამ მოახდინა ერთგავარი გარღვევა და ამით გააფართოვა FPGA ტქნოლოგიების გამოყენების არეალი.


    სად შევიძინოთ Sipeed Tang Nano FPGA დაფა ?

    ბარათის შეძენა შესაძლებელია როგორც უშუალდო ბარათის მწაროებელის Seeed -ის ვებ გვერდიდან, ასევე ისეთი ცნობილი ელექტრონული კომპონენტების საწყობებიდან, როგორიცა Digikey და Mouser .

    ყურადღება!!!, გაითვალისწინეთ რომ ხშირ შემთხვეაში ამერიკული კომპანიები, ისეთი როგირიც არის Digikey არ აგზავნის FPGA მიკროსქემებს ან დაფებს, რადგან ასეთი ტიპის პროდუქციის საზღვარგარეთ გაყიდვაზე მოქმედებს კანონდებლობით დადგენილი შეზღუდვა. უშუალოდ მე ეს დაფა შევიძინე პირდაპირ ჩინეთიდან, სადაც ასეთი ტიპის პროდუქციაზე შეზღუდვა არ მოქმედებ.


    ძირითადი სამუშაო პროგრამა

    ძირითადი სამუშაო პროგრამის Goyun Yunyuan IDE-იეს გადმოწერა შესაძლებელია შემდეგი Guangdong Gowin Semiconductor Technology კომპანიის ოფიციალური ვებ გვერდიდან:
    http://www.gowinsemi.com.cn/faq.aspx
    Პრაგრამის ბმული სიის თავშია, სტატიის წერის დრის მისი ვერისა იყო V1.9.8. windows 10 გარემოში ინსტალაციისთვის გადმოწერეთ წითელათ მონიშნული ბმული Yunyuan Software for win (V1.9.8) (ZIP-159 MB).
    ...


    ინსტალიაცია

    ინსტალაციის პროცესი დიდათ არ განსხვავდება ნებისმერი სხვა პროგრამის ინსტალაციისგან.

    ... ... ...

    ამ ეტაპზე იწყება დრაივერების ინსტალიაცია

    ... ... ... ...


    პროგრამის გაშვება

    ინსტალაციის შემდგომ პროგრამის პირველად გაშვებისას, პროგრამა შეგვატყობინებს ლიცენზიის პრობლემის შესახებ.

    ...

    "OK" - ღილაკის დაჭერით გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე, სადაც პროგრამა შემოგვთავაზებს პროგრამის ლიცენზიის მენეჯმენტს. არსებობს ლიცენზირების ორი მეთოდი, 1) ლიცენზირება ლიცენზიის ფაილის მითითებით და 2) ლიცენზირება ლიცენზიის სერვერის მითითებთ. ლიცენზიის კომფიგურაციის ფანჯარა გვაძლევს საშუალებას ავირჩიოთ ჩვენთვის მისაღები მეთოდი.

    ...

    კომპანია Sipeed გავძლევს ლიცენზირების ორივე მეთოდის გამოყენების საშუალებას. ამსითვის ჩვენ უნდა გადმოვიწეროთ ლიცენზიის ფაილი და ინსტრუუქცია უშუალოდ Sipeed-ის Sipeed Tang Nano FPGA Board ვებ გვერდის LEARN AND DOCUMENTS განყოფილებაში არსებული License პუნტიდან.

    ...

    ბმულზე გადასვლის შემთხვევაში თქვენ უნდა გაგეხსნათ ფაილების გადმოწერის ვებ გვერდი

    ...
    თუ თქვენ ვერ შეძელით, ზემოთ აღნიშნული მეთოდით ლიცენზიის ფაილის გადმოწერა, გადმოიწერეთ ფაილები უშუალოდ ჩვენი ვებ გერდიდან.
  • gowin.lic
  • gowin_Synplifypro.lic
  • license_readme.txt

  • license_readme.txt ფაილიში არსებული ინფორმაციის მიხდვით. თუ ჩვენ გვინდა ლოკალური ლიცენზიის ფაილის (gowin.lic) გამოყენება - ამისთვის ჩვენ უნდა შევცვალოთ კომპუტერის MAC მისამართი.

    თუ ჩვენ გამოვიყენებთ პროგრმის ლიცენზირებას, ლიცენზიის სერვერის მითითებთ (Use Floating License Server) , მაშინ ჩვენ ვუთითებთ Sipeed ლიცენზირების სერვერის IP მისამართს. ჩვენ შეგვიძლია შევამოწმოთ ლიცენზიის სერვერთან კავშირი Test Connection ღილაკის დაჭერით.

    ...

    ლიცენზირების პროცედურების ჩატერების შემდეგ, დავხუროთ ყველა ფანჯრები და ახლიდან გამოვიძახოთ პროგრამა. თუ ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა მაშინ ჩვენ დავინახავთ შემდეგ ფანჯარას:

    ...